ფეხბურთის ლეგენდა Lionel Messi – The Goat

ლიონელ ანდრეს „ლეო“ მესი (ესპ. Lionel Andres Messi; დ. 24 ივნისი1987როსარიოსანტა-ფეს პროვინციაარგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელითავდამსხმელი. საფეხბურთო კლუბ „ინტერ მაიამის“ და არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანიესპანეთის პრიმერა დივიზიონის„ბარსელონას“„ინტერ მაიამის“ და არგენტინის ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი. ოქროს ბურთის რვაგზის და ოქროს ბუცის ექვსგზის მფლობელი. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონი არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი.[9][10] საყოველთაოდ აღიარებულია ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს და მსოფლიოს საუკეთესო თანამედროვე ფეხბურთელად.[11][12][13][14][15][16][17]

„ბარსელონას“ აკადემიის აღზრდილი. 17 წლის ასაკში უკვე პირველი გუნდის ღირსებას იცავდა. ესპანეთის ათგზის ჩემპიონი, ესპანეთის თასის შვიდგზის და ესპანეთის სუპერთასის რვაგზის მფლობელი, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის თასის ოთხგზის, უეფა-ს სუპერთასის სამგზის და ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის თასის სამგზის მფლობელი „ბარსელონას“ შემადგენლობაში. მის საფეხბურთო სტილს დიეგო მარადონას სტილს ადარებენ, რომელიც მესის თავის მემკვიდრედ მიიჩნევდა.

მესიმ ფეხბურთის თამაში ოთხი წლის ასაკიდან დაიწყო. „ბარსელონამ“ მისი პოტენციალი მალევე აღმოაჩინა. „ბარსელონამ“ მესის „ნიუელს ოლდ ბოისიდან“ „ბარსელონაში“ გადასვლა და ზრდის ჰორმონების დაავადების მკურნალობა შეთავაზა. 2004–05 წლების სეზონში მან სადებიუტო მატჩი ჩაატარა ბარსელონას რიგებში და რეკორდი დაამყარა, როგორც ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც გოლი გაიტანა ლა ლიგაში. იმავე სეზონში „ბარსელონამ“ ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მისი პირველი კარგი სეზონი 2006–07 წლების იყო, რომლის ელ კლასიკოშიც ჰეთ-თრიკი შეასრულა და ლა ლიგა 26 თამაშში 14 გოლით დაასრულა. 2008–09 წლების სეზონში მესიმ 38 გოლი გაიტანა და ლომის წილი ჩადო „ბარსელონას“ ტრიპლეტის მოგებაში. მომდევნო, 2009–10 წლების სეზონში მესიმ ყველა შეჯიბრებაში ერთად 47 გოლი გაიტანა, რითაც რონალდოს გაუთანაბრდა ერთ სეზონში გატანილი გოლებით.

მესი 2005 წლის ფიფას მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 6 გოლით, რომელთაგან ორი ფინალში გაიტანა. ამის შემდეგ მალევე, იგი არგენტინის ეროვნულ ნაკრებში დამკვიდრდა. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინელთა მიერ ჩატარებული ხუთი მატჩიდან მან სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა. ამ გოლით მესი ყველაზე ახალგაზრდა არგენტინელი ფეხბურთელი გახდა, ვინც მსოფლიო ჩემპიონატზე გოლის გატანა შეძლო. 2008 წელს, პეკინში მან თავისი პირველი ეროვნული მედალი მოიგო არგენტინის ოლიმპიურ გუნდთან ერთად.

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მესი არგენტინის ნაკრებთან ერთად ვერცხლის პრიზიორი გახდა, თავად მესი კი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. 2021 წლის კოპა ამერიკაზე მესიმ არგენტინის ნაკრებთან ერთად პირველად მოიპოვა ჩემპიონის ტიტული და სამხრეთ ამერიკის თასს დაეუფლა. ამასთან, როგორც 4 გოლისა და 5 საგოლე გადაცემის ავტორს ტურნირის საუკეთესო ბომბარდირის პრიზი გადაეცა, გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელადაც იგი დაასახელეს.

ადრეული წლები

მესი დაიბადა 1987 წლის 24 ივნისსარგენტინის ქალაქ როსარიოში. მამამისი, ხორხე ორასიო მესი (დაბადებული 1958 წელს) ქარხანაში მუშაობდა, დედამისი — დამლაგებლად. მისი გვარი იტალიის ქალაქ ანკონადან არის წარმოშობით, საიდანაც მისი წინაპარი, ანჯელო მესი არგენტინაში 1883 წელს გადასახლდა. მესის ჰყავს 2 უფროსი ძმა — როდრიგო და მატიასი და ერთი და — მარია სოლი. 5 წლის ასაკში მესიმ ფეხბურთის თამაში დაიწყო გუნდ „გრანდოლიში“, რომლის მწვრთნელიც მამამისი იყო. 1994 წელს მესი „ნიუელს ოლდ ბოისში“ გადავიდა, რომელიც მის მშობლიურ ქალაქ როსარიოში იყო. 1994„ნიუელსის“ შემადგენლობაში გატარებულ პირველ წელს, 6 წლის მესიმ 29 მატჩში 40 გოლი გაიტანა. 1995: 30 შეხვედრაში გატანილი 35 გოლი. 1996: 8 წლის ასაკში, მესიმ 27 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 36 გოლი გაიტანა. 1997: 36 შეხვედრაში გატანილი 40 გოლი. 1998: 10 წლის ასაკში მესიმ 25 შეხვედრაში 27 გოლი გაიტანა. 1999„ნიუელსში“ გატარებულ უკანასკნელ სეზონში 11 წლის ლეო მესიმ 29 მატჩში 55 გოლი გაიტანა. 1994-დან 1999 წლის ჩათვლით, „ნიუელსის“ მაისურით ჩატარებულ 176 შეხვედრაში, მესიმ 234 გოლი გაიტანა.[18]

11 წლის ასაკში მესის ზრდის ჰორმონის უკმარისობა დაუდგინეს. არგენტინული პრიმერა დივიზიონის კლუბ „რივერ პლეიტმა“ ინტერესი გამოთქვა მესიზე, მაგრამ ვერ შეძლო მისი მკურნალობისთვის თვეში 900$-ის გადახდა. მესის ოჯახს კატალონიაში ნათესავები ჰყავდა, რომლებმაც „ბარსელონას“ სპორტულ დირექტორს, კარლეს რექსაჩს მესი შესთავაზეს და მამამისთან ერთად შესამოწმებლად გაუშვეს. „ბარსელონამ“ მესის თამაშის ნახვის შემდეგ ოჯახს კონტრაქტი შესთავაზა — მესის დაავადებას უმკურნალებდნენ, თუკი კატალონიაში გადმობარგდებოდნენ. ოჯახი დათანხმდა. ევროპაში ჩასვლის შემდეგ მესი „ბარსელონას“ ახალგაზრდულ კლუბში აიყვანეს. მესის ჰყავს ორი ფეხბურთელი ბიძაშვილი: მაქსი და ემანუელ ბიანუჩები.

Tags:

No Responses

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *