ქართველი ქალი პოლიტიკოსები – 10 ქალი, რომელიც სხვადასხვა დროს მაღალ თანამდებობას იკავებდა

1906 წელს ფინეთში პირველად აირჩიეს ქალი პარლამენტში, 1960 წელს შრი-ლანკას მსოფლიოს პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი ჰყავდა – სირიმავო ბანდარანაიკე, ბოლო ათწლეულებში მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ქალები პრეზიდენტის, პრემიერის ან პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციაზე ვიხილეთ. 

ქალების მონაწილეობა პოლიტიკაში არ არის მხოლოდ გენდერული თანასწორობის საკითხი – ეს ნიშნავს პოლიტიკის ხარისხის გაუმჯობესებას და საზოგადოების ინტერესების უფრო სრულფასოვნად წარმოდგენას.  მრავალფეროვანი და თანასწორი პოლიტიკური წარმომადგენლობა ქმნის უფრო სამართლიან, ინკლუზიურ და მდგრად საზოგადოებას.

ამ სტატიაში წაიკითხავთ 10 ქართველ პოლიტიკოს ქალზე, რომლებიც სხვადასხვა დროს მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ. 

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილის ქართულ პოლიტიკაში გამოჩენა საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდეგ, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სახელს უკავშირდება, რომელმაც 2004 წლის მარტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა. სამთავრობო გუნდთან და ქვეყნის მე-3 პრეზიდენტთან კონფლიქტის შემდეგ ზურაბიშვილმა თანამდებობა დატოვა და აქტიურ ოპოზიციაში გადავიდა. ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში მან პოლიტიკური პარტია საქართველოს გზა დააფუძნა. მოგვიანებით იგი გაერთიანებულ ოპოზიციას შეუერთდა და საქართველოს ხელისუფლების ცვლილების მოთხოვნით გამართულ არაერთ მანიფესტაციაში მიიღო მონაწილეობა.

ნინო ბურჯანაძე

ნინო ბურჯანაძე 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 1995-1998 წლებში იყო დიდ ბრიტანეთში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი. იმავე წლებში იყო პარლამენტის საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო 1998-1999 წლებში ამავე კომიტეტის თავმჯდომარე. 1998 წელს აირჩიეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტის მომხსენებლად, ხოლო 2000 წელს – ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე პრეზიდენტად.

Tags:

No Responses

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *