- “შეიძლება ამ სამყაროში მხოლოდ ადამიანი ხარ, მაგრამ ვიღაცისთვის – მთელი სამყარო”.
- “ნუ გგონია ვინც იღიმება ყველა ბედნიერია, რადგანაც გულიდან წამოსული ცრემლები თვალებამდე არასოდეს აღწევს“.
- „ბედნიერების ტაძრის მშენებლობაზე მეგობრობას კედლები აჰყავს, გუმბათს კი სიყვარული ქმნის“.
- “ცხოვრება არის ტილო, რომელზე დახატვის შანსი ადამიანს მხოლოდ ერთხელ გაქვს, ამიტომ ნელა და აუჩქარებლად უნდა ხატო, თორემ რასაც დახატავ, ვეღარასოდეს ვეღარ წაშლი”.
- “არის ისეთი რამეები, თუ არ დაინახე, ვერ ირწმუნებ და არის ისეთებიც – თუ არ ირწმუნე, ვერ დაინახავ“.
- “ცხოვრება ტრაგედიაა, კომედიური წუთშესვენებით“.
- “ადამიანები არ იბადებიან, – ადამიანები ხდებიან!”
- “წაქცევას მიეჩვიე, რომ ადგომის ფასი ისწავლო და ტირილი ისწავლე, რომ გაიგო სიცილი რამხელა ბედნიერებაა.”
- “ადამიანი განსხვავდება ცხოველისგან იმით, რომ ის იწყება იქ, სადაც ცხოველი მთავრდება.”
- “კაცობრიობის პროგრესი სხვა არა არის, თუ არა დღითი–დღე გაფართოვდეს შეუძლებლობის ზღვარი.”
- „ეძიე ისეთი წიგნი, რომლის წაკითხვა ბრძენთან საუბრის ტოლფასია და ეძიე ისეთი ადამიანი, რომელთანაც საუბარი კარგი წიგნის წაკითხვას უდრის“.
- „უნდა იცხოვრო არა სიკვდილის შიშით, არამედ სიცოცხლის სიყვარულით“.
- “ადამიანს არაფერი ამძიმებს ისე, როგორც ცარიელი თავი“.
- „მიზეზი იმისა, თუ რატომ არის ადამიანებისთვის ასეთი ძნელი იყვნენ ბედნიერები არის ის, რომ ისინი ყოველთვის ხედავენ წარსულს უკეთესად ვიდრე ის სინამდვილეში იყო, აწმყოს უარესად ვიდრე არის და მომავალს იმაზე ნაკლებ ამოსაცნობად ვიდრე იქნება“.
#ყველაზენუდაფიქრდებით
No Responses