# 1 “კრისტინას სამყარო”, ენდრიუ უეიტი, 1948

უსახო ქალი, რომელიც მინდორზე წევს, ანა კრისტინა ოლსონია, პენსილვანიელი მხატვრის – ენდრიუ უეიტის მეზობელი. რაც უნდა გასაკვირი იყოს, ეს არ არის რომანტიკული ნამუშევარი – მხატვარმა უბრალოდ რეალობა გადმოსცა, რადგან ანა კუნთების დაავადებისგან იტანჯებოდა და ენდრიუს ხშირად შეუმჩნევია სახლისკენ მიმავალი ქალი ასეთ მდგომარეობაში.
#2 ორი ფრიდა, ფრიდა კალო, 1939

მექსიკელი მხატვრის, ფრიდა კალოს ნამუშევრები ღრმად პირადული იკონოგრაფიით არის შექმნილი და ფიზიკურ და ემოციურ ტკივილებზე საუბრობს. “ორი ფრიდას” მთავარი გმირი თავად მხატვარია – დიეგო რივერასთან მტკივნეულ დაშორებამდე და მის შემდგომ. მარცხნივ, როგორც პატარძალი, ხოლო მარჯვნივ, განშორების შემდეგ მექსიკურ ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი.
#3 “იუდიტი კლავს ჰოლოფერნესს“, არტემიზია ჯენტილესკი, 1610

18 წლის ასაკში გაუპატიურებულმა ბაროკოს მხატვარმა არტემიზია ჯენტილესკიმ შინაგანი ბრაზი ხელოვნების ნიმუშად აქცია – “იუდიტი კლავს ჰოლოფერნესს” ასახავს ძველი აღთქმის გმირს – იუდიტს, რომელიც მთვრალი ბაბილონის გენერალს კლავს.
# 4 ამერიკული გოთიკა, გრანტ ვუდი, 1930

გრანტ ვუდი ეროვნული კერპი იყო საზოგადოებისთვის, მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი “ამერიკული გოთიკა” კი ფერმერსა და მის ქალიშვილს ასახავს, რომელიც ხშირად ცოლი ჰგონიათ. ნახატის შექმნისას მხატვარმა ცოცხალ ნატურებად თავისი და, ნან ვუდ გრეჰემი და სტომატოლოგი ბაირონ მაკკიბი აირჩია.
No Responses